<
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი

ტრენერ-კონსულტანტი:

იმდენად დიდია მოტივაცია, ერთი სული მაქვს როდის გათენდება და სამსახურში როდის მივალ. სიამოვნებას მანიჭებს მომხმარებელთან ურთიერთობა - ჩემთვის ერთგვარი აზარტია. მინდა "ნიკორას" სუპერმარკეტებიდან ყველა კლიენტი მაქსიმალურად კმაყოფილი გავიდეს.  

ბუღალტერი:

კომპანიის სადისტრიბუციო სამსახურში მუშაობა 4 წლის წინ დავიწყე - ყველა ძალიან დამეხმარა და ხელი შემიწყო დაწინაურებაში. ახლა "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის ბუღალტერიის განყოფილების შეკრული, ერთიანი გუნდის წევრი ვარ და ძალიან მეამაყება მერქვას "ნიკორას თანამშრომელი". აუცილებლად ვეცდები მომავალშიც გამოვიჩინო თავი და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.   

მზა პროდუქციის საწყობის უფროსი:

პირველად მუშაობის დაწყებიდან 6 თვის მერე დამაწინაურეს... აქ შრომას გიფასებენ და შესაბამისად, წარმატებასაც მივაღწიე. "ნიკორაში" უამრავი მეგობარი შევიძინე და უამრავი სასიამოვნო წუთი გავატარე... ძალიან მიხარია, რომ კვების პროდუქტების სფეროში ყველაზე წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობ.   

იურისტი

კომპანია ქალაქი თანამდებობა გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ნიკორა
ფოთი იურისტი 13.04.2019 28.04.2019

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის და სხვა) შედგენა/განხილვა
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა
  • კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში
  • საჭიროებისამებრ, სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან
  • სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება
  • იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული მიმართულებით)
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა
  • სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობა
  • პრობლემის იდენტიფიცირების უნარი
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შედეგებზე ორიენტირებულობა


გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე vacancy@nikora.ge (მეილში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია) ან შეავსეთ აპლიკაცია