სს ნიკორა ტრეიდის აქციონერთა საყურადღებოდ!

23 Май. 2018

სააქციო საზოგადოება "ნიკორა  ტრეიდის" (ს/კ 206255808)

აქციონერის გადაწყვეტილება

2018 წლის 23 მაისს, სს "ნიკორა ტრეიდის“ (ს/კ 206255808)  აქციონერის- სს "ნიკორას“ (ს/კ 200050675) მიერ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ფლობს საზოგადოების გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 85.22748%  და  განთავსებული აქციების 90.94476% %-ს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქვემოთ მითითებულ საკითხზე:

ვინაიდან, სს "ნიკორა“ ფლობს სს "ნიკორა ტრეიდის“ ჩვეულებრივი აქციების ხმების 75%-ზე მეტს "მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს  კანონის 54-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის საფუძელზე, მიღებული გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

დღის წესრიგი:

  1. სს “ნიკორა ტრეიდის მიერ” მიერ ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციები) გამოშვება/გათავსება.

დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით აქციონერის მიერ მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

სს "ნიკორა ტრეიდის“ მიერ  განხორციელდეს არაუმეტეს 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ნომინალური ღირებულების კუპონიანი ობლიგაციების გამოშვება/განთავსება/გაყიდვა საჯარო შეთავაზების გზით. სს "ნიკორა ტრეიდის“-ს აღმასრულებელ დირექტორს მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს ემისიის  პირობები (მათ შორის ობლიგაციების რაოდენობა, თითოეულის ნომინალური ღირებულება, დაფარვის ვადა, კუპონის პროცენტის ოდენობა და ყველა სხვა საჭირო პირობა) და უზრუნველყოს მათი განთავსება თავად  ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლის/კონტრაქტორის/განთავსების აგენტის მეშვეობით, ასევე განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება, ხელი მოაწეროს ნებისმიერ შეთანხმებას/ხელშეკრულებას ან დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია ამ ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და განთავსებისათვის, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციების) საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დასაშვებად.

ემისიის მენეჯერად და ანგარიშსწორების აგენტად განსაზღვრულ იქნას ს/ს "თიბისი კაპიტალი“.

აქციონერის - სს ,,ნიკორას“ სახელით

ირაკლი ბოქოლიშვილი (პ/ნ 01024032145)               

სს ნიკორას გენერალური დირექტორი