4 ოქტომბერს, ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე, "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი ვეკუას #1-ში მდებარეობს და მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.
ამჟამად, "ნიკორას" მფლობელობაში 84 საფირმო მაღაზიაა, რომელთა შორის 57 სავაჭრო ობიექტი თბილისში, 27 მაღაზია კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობს.