სავაჭრო ნიშნები
ნიკორა

ნიკორა

ხორცპროდუქტების წარმოება "ნიკორა ჯგუფის" პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა. კვების პროდუქტების პირველმა ორგანიზებულმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ ქვეყანაში ზოგადად ხორცპროდუქტების წარმოების მიმართულების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ბაზარზე სხვა ბიზნეს-კომპანიებისთვის გზამკვლევის ფუნქცია შეასრულა. "ნიკორა" ხორცპროდუქტების ბაზრის 35%-იანი წილით უკვე 25 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. 

სხვადასხვა სახეობის სოსისები თუ სარდელები, მოხარშული, შებოლილი, ნედლად შებოლილი ძეხვეული და შაშხების მრალვალფეროვანი ასორტიმენტი დღეს ქართველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტია. "ნიკორას" პოპულარობას წარმოებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელი - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, გამოცდილი და პროფესიულად მუდმივად მზარდი კადრები, მომხმარებელთან პერმანენტული დიალოგის რეჟიმი და რაღა თქმა უნდა, ქართულ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული რეცეპტურა განსაზღვრავს.

შპს "ნიკორა“: 400132183

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2