სავაჭრო ნიშნები
პალომა

პალომა

სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. ნაყინი კარაქსა და შესქელებულ რძეზე მზადდება და უდაოდ გამორჩეული გემოთი და რბილი კონსისტენციით ხასიათდება. 

"ნიკორა ჯგუფში" შეამავალი ბრენდი "პალომა" პროდუქციას 2005 წლიდან აწარმოებს და დღეს, მომხმარებელს 20-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს. კომპანია პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულის იმპორტს ირლანდიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, ბრაზილიის და ახალი ზელანდიის ქარხნებიდან ეწევა და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ მსოფლიო დონის ავტორიტეტულ წარმოებებთან თანამშრომლობს.

შპს "ჩვენი ფერმერი“: 200265220

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2