"ნიკორა" საზოგადოების მოთხოვნას ითვალისწინებს და მომხმარებელს დაგროვებითი ბარათის სერვისს სთავაზობს.
ბარათის აღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. ბარათით ქულების დაგროვება და განაღდება ხდება საქართველოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ "ნიკორა სუპერმარკეტში".
მფლობელს ერთი ძირითადი და 3 შვილი ბარათი გადაეცემა. ოთხივე ბარათის გამოყენებისას ქულები გროვდება მხოლოდ ძირითად ბარათზე და მათი განაღდება შეუძლია პიროვნებას, ვის სახელზეცაა დარეგისტრირებული კონკრეტული ბარათი.
ბარათზე დაგროვებული 100 პირობითი ერთეული შეესაბამება 1 ლარს. ყოველ 10 ლარ შენაძენზე კი მომხმარებელი იღებს 10 დამატებით ქულას.