სიახლეები
ნიკორა ტრეიდმა 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

ნიკორა ტრეიდმა 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

21 მარ. 2016

"ნიკორა ტრეიდმა" 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. ფასიანი ქაღალდების განთავსება კომპანია "გალთ & თაგარტმა" უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია - საპროცენტო სარგებელი კი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან.

"ნიკორა" ჰოლდინგის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის განცხადებით, ობილგაციებთან დაკავშირებით უკვე იმაზე მეტი დაინტერესება გამოითქვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.  

"ნიკორა ტრეიდი" წლების განმავლობაში ვითარდებოდა და მსხვილდებოდა... დღეისთვის ის ყველაზე დიდი ორგანიზებული სუპერმარკეტების ქსელია საქართველოში. შესაბამისად, განვითარებას მოსდევს ახალ-ახალი ნაბიჯები - მათ შორის კუპონური ობლიგაციების გამოშვება-განთავსება. სხვათაშორის, "ნიკორა" პირველია იმ კომპანიებს შორის, რომელიც არ აფილირდება "საქართველოს ბანკთან" და გამოუშვა ობლიგაციბი.

დიდი ოპტიმიზმი გვქონდა, მაგრამ არა ასეთი", - აცხადებს ბოქოლიშვილი.

ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტირი ქუმსიშვილიც ესწრებოდა. მინისტრმა "ნიკორას" წარმატება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ამ მიმართულებით სხვა ქართული კომპანიებიც გააქტიურდებიან.