16 აპრილს, "რუხი მოლში" ჰიპერმარკეტი "ლიბრე" გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს გუბერნატორთან, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილესთან და ზუგდიდის გამგებელთან ერთად, გუბერნატორის მოადგილე, ზუგდიდის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
სავაჭრო ცენტრი დაახლოებით 2000 კვმ-ზეა განთავსებული. ამ ეტაპისთვის, ჰიპერმარკეტში დასაქმებულია 30-მდე ადგილობრივი კადრი.