16 სექტემბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელსა და ქართულ ბაზარზე მოქმედ 20-მდე წამყვან კომპანიას შორის სპეციალური მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ამიერიდან, "ნიკორას" დაგროვებითი ბარათის თითოეულ მფლობელს, სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, ექსკლუზიური - 50 %-მდე ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პროექტში ჩართული კომპანიების შერჩევა წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოხდა. მემორანდუმის გაფორმება შემდეგ ორგანიზაციებთან მოხდა: Gino Paradaise, Oktopus, Celio, Etam, Gary Weber, CaptainPlus, IC GROUP, HELISICORE, Aray, Deflos, Roniko, Voules-Vous, Apply City, City Sport, რიტუალების სასახლე, თერმო ცენტრი, ბინადარი, პეპელა და სალამანდრა.