ნომინაციაში - სუპერმარკეტების ყველაზე ფართო ქსელი, ეფექტური მარკეტინგი, მუდმივი პროგრესი, ხარისხის ნიშანი- "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
სპეციალური პრიზი და სიგელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ურუშაძეს მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია "გორბის" ორგანიზებით გამართულ წარმატებული ბიზნესკომპანიების რიგით XVII დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.