სიახლეები
ნიკორა ტრეიდი ბოტანიკურ ბაღს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ნიკორა ტრეიდი ბოტანიკურ ბაღს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

21 მარ. 2017

21 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო 1 წლის განმავლობაში, „ნიკორა ტრეიდი“ ფინანსურად უზრუნველყობს მცენარეთა კვლევის, კოლექციის შევსება-განახლების, ჯიშების შესწავლის და ბაღის შესაძლებლობების ზრდის პროცესს. აღნიშნული პროექტისთვის, საერთო ჯამში, კომპანია 100 000 ლარს გამოყოფს.

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიალს, სხვა დანარჩენ სტუმრებთან ერთად - თბილისის მერი, დავით ნარმანია, ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე და „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ურუშაძე ესწრებოდნენ.