სს "ნიკორა" ბორჯომის ეროვნული პარკის გადასარჩენად წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა. კომპანიამ ტყის ტერიტორიაზე 100 ძირი ხე დარგო და 2008 წლის ხანძრის შედეგად დაზიანებული მასივის აღდგენის საკითხში საკუთარი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა 950 ჰექტარი ფართობი დააზიანა, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი კი მთლიანად განადგურდა. კვლევებმა დაადგინეს, რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს რეაბილიტაციის პროცესში ადამიანის ჩარევა.
ინიციატივის ფარგლებში, განადგურებულ ტერიტორიაზე სულ 750 ათასი ხე დაირგვება.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა იშვიათი სახეობის ხეებით და უნიკალური მცენარეებით.