2018 წელს, “ნიკორას“ ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის ახალი წლის განსხვავებულად მილოცვა გადაწყვიტა - ყველა თანამშრომელმა საჩუქრად “ნიკორა სუპერმარკეტის“ აქცია მიიღო და 2018 წლიდან, “ნიკორაში“ დასაქმებული 4000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება.
შეგახსენებთ, რომ “ნიკორამ“ ფასიანი ქაღალდების გამოშვება რამდენჯერმე წარმატებით უზრუნველყო. 2016 წელს, სს “ნიკორა ტრეიდმა“ 5 მილიონი დოლარის, 2017 წლის ზაფხულში კი სს "ნიკორამ“ - 10 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა.