"ნიკორას" ქსელი თბილისსა და რეგიონებში კვლავ აქტიურად ფართოვდება.
გასულ კვირას, კომპანიამ 2 ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა.
სუპერმარკეტები დედაქალაქსა და გორში გაიხსნა.
თბილისში - წინამძღვრიშვილის #137-ში მდებარე სუპერმარკეტში მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი და განახლებული ინტერიერი დახვდება.
გორის სავაჭრო ობიექტში - ჭავჭავაძის 26ა-ში კი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და ხორც-პროდუქტების ფართო არჩევანი.