სიახლეები
ნიკორა სუპერმარკეტი წინდამინდას კამპანიაში ჩაერთო

ნიკორა სუპერმარკეტი წინდამინდას კამპანიაში ჩაერთო

22 მარ. 2018

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავიშრებით, "ნიკორა სუპერმარკეტი“ #წინდამინდა-ს კამპანიაში ჩაერთო.

შეიტანე შენი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად და შეიძინე ფერადი წინდები "ნიკორას“ სავაჭრო ობიექტებში.

აღნიშნული კამპანია "გიგოს ფონდის“ დასახმარებლად იმართება.

ფონდი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებლის გიგო შიუკაშვილის მიერ შეიქმნა და მიზნად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდაჭერას ისახავს.

ამ დღესთან დაკავშირებით ბოულინგის ტურნირიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა "ნიკორა სუპერმარკეტის“ თანამშრომლებმა მიიღეს.