სიახლეები
ნიკორა ხორცპროდუქტების წარმოება და ნიკორა სუპერმარკეტი ოქროს ბრენდის ტიტულის მფლობელები გახდნენ

ნიკორა ხორცპროდუქტების წარმოება და ნიკორა სუპერმარკეტი ოქროს ბრენდის ტიტულის მფლობელები გახდნენ

30 აპრ. 2018

"ნიკორა“ ხორცპროდუქტების წარმოება და "ნიკორა სუპერმარკეტი“ "ოქროს ბრენდი 2017“-ის ტიტულის მფლობელები გახდნენ, ნომინაციაში - N1 ქართული ბრენდი.

გამარჯვებულები კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.

"ოქროს ბრენდის" დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს იმ კომპანიების გამოვლენასა და დაჯილდოვებას, რომლებმაც საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.