ახალი სასწავლო წლიდან "ნიკორა“ 4 წარმატებულ სტუდენტს სტიპენდიას დაუნიშნავს.
2018 წლის 16 მაისს, კომპანია "ნიკორასა“ და "საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით "აგრარული უნივერსიტეტის“ კვების პროდუქტების ტექნოლოგიების პროგრამის 4 სტუდენტი "ნიკორას“ სახელობის სტიპენდიატი გახდება. სტიპენდია თითოეულ სტუნდენტს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის რეიტინგის მიხედვით დაენიშნება. სემესტრულად მოხდება სტუდენტების რეიტინგის გადახედვა და შემდგომი სემესტრის სტიპენდიატების არჩევა.
"ფაკულტეტის არჩევა შემთხვევით არ მომხმდარა. "ნიკორა“ კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში. ჩვენი მიზანია კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. "ნიკორას“ მიერ სტიპენდიის დანიშვნაც სწორედ ამ ფაკულტეტის სტუდენტების მეტად მოტივირებას ემსახურება. რაც მთავარია, თანამშრომლობას განგძობითი ხასიათი ექნება და ვიმედოვნებთ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ ადამიანების პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.“-აცხადებს სს "ნიკორას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი.