“ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელი, “ნიკორა სუპერმარკეტში“ 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივ ფასდაკლებას მიიღებს.
"ნიკორა სუპერმარკეტისა“ და "ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპეციალური ფასებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხარებელს, ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, "ნიკორა სუპერმარკეტების“ ქსელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სოციალური ბარათის მფლობელები არიან: სახელმწიფო პენსიის, სოციალური პაკეტის, ფულადი სახის სოციალური დახმარების მიმღები პირები.