სუპერმარკეტების ქსელმა "ნიკორა ტრეიდმა“ 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.
ეს კომპანიის მიერ ლარში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა.
ობლიგაციების ემისია და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება "თიბისი ბანკის“ შვილობილმა საბროკერო კომპანია "თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. აღნიშნული ტრანზაქცია 2018 წლის ამ პერიოდისათვის ყველაზე მსხვილი გარიგებაა ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში.
ობლიგაციების მიზნობრიობას სასესხო ვალდებულებების რეფინანსირება და სამომავლო განვითარებისთვის ფულადი რესურსის მოზიდვა წარმოადგენს. 3 წლიანი ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ობლიგაციების დაფარვის ვადა 2021 წლის აგვისტოა. ფასიანი ქაღალდის მცოცავი საპროცენტო განაკვეთი 11%-ია და მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს.