სს "ნიკორა ტრეიდი" ტექინსპექტირების რეფორმის საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და 6 კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
„ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მზადყოფნა გამოთქვა, რეფორმის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლოს. ვფიქრობთ, რომ ბიზნესისა და საჯარო სექტორების თანამშრომლობით ჩვენ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს და რეფორმა იქნება წარმატებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.