"აგრარული უნივერსიტეტის“, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები - ელენე ჯავახიშვილი, ელენე ღამბარაშვილი, მარიამ გოგელიძე და გვანცა ქურდაძე "ნიკორას“ სტიპენდიანტები გახდნენ.
სტუდენტები, "აგრარულ უნივერსიტეტში“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ და წარმატებულ ცხოვრებას ვუსურვებთ.
სტიპენდია თითოეულ სტუნდენტს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის რეიტინგის მიხედვით დაენიშნა.
სტუდენტების რეიტინგის გადახედვა სემესტრულად მოხდება და შემდგომი სემესტრის სტიპენდიანტებიც ამგვარად შეირჩევიან.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 16 მაისს, კომპანია "ნიკორასა“ და "საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რითიც "აგრარული უნივერსიტეტის“ კვების პროდუქტების ტექნოლოგიების პროგრამის 4 სტუდენტისთვის "ნიკორას“ სახელობის სტიპენდიის დანიშვნა გადაწყდა. აღნიშნული ფაკულტეტი შემთხვევით არ შერჩეულა. იქიდან გამომდინარე, რომ "ნიკორა“ კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში, კომპანიის მიზანი კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.