"ნიკორა ტრეიდი“ წლის საუკეთესო დამსაქმებელი გახდა.
21 დეკემბერს, სასტუმრო "რუმსში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, წლის საუკეთესო 5 დამსაქმებელი კომპანია გამოვლინდა.
სპეციალური ჯილდო, კომპანიის HR დეპარტამენტის წარმომადგენელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ გადასცა.