თავისუფალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, “ნიკორა“აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების 4 წარმატებულ სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს. თანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წელს დაიდო და შარშანდელის მსგავსად, წელსაც “ნიკორა“ 4 სტუდენტს სტიპენდიას უნიშნავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სემესტრში საუკეთესოები კვლავ ის სტუდენტები აღმოჩნდნენ, ვინც გასულ წელს, და მათ 6 თვიანი სტიპენდია გაუგრძელდათ.
სტუდენტებზე ზრუნვის ფარგლებში “ნიკორამ“ საწარმოში სპეციალური ექსკურსიაც ჩატარდა, რომელიც მიზანად ისახავდა, რომ სტუდენტებს საწარმოო პროცესზე მეტი ინფორმაცია მიეღოთ და რეალობაში ენახათ ის ყველაფერი, რასაც უნივერსიტეტში სწავლობენ. აღნიშნულის პარალელურად, საწარმოში აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი მარიამ გოგელიძე დასაქმდა, რომელიც ამავდროულად "ნიკორას“ სტიპენდიატიცაა. ის “ნიკორას“ საწარმოში ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზეა დასაქმებული და აქ იგი აგრარულ უნივერსიტეტში გამართული სტუდენტების დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხვდა.