კომპანია "ნიკორა“ აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გადაცემას მიმდინარე სემესტრშიც აგრძელებს. სასწავლო წლის მეორე სემესტრში სტიპენდიას მიიღებენ: ელენე ღამბარაშვილი, ელენე ჯავახიშვილი, გიორგი კუკავა და დავით ივანიაძე. ჩვენი მიზანია, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, შედეგად კი კვების ინდუსტრიის ხარისხის გაზრდა.
"ნიკორას“ სტიპენდიას აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე წელიწადზე მეტია იღებენ. სტუდენტებს სტიპენდია ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის რეიტინგის მიხედვით ენიშნებათ. სემესტრულად ხდება მათი რეიტინგის გადახედვა და შემდგომის სემესტრის სტიპენდიანტების არჩევა.
ფულადი მოტივაციის პარალელურად, "ნიკორა“ ზრუნავს ახალგაზრდების დასაქმებაზეც. ჩვენი ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი, მარიამ გოგელიძე უკვე საწარმოს თანამშრომელია.