სიახლეები
Scope Ratings-მა სს ნიკორა ტრეიდს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B+ კვლავ მიანიჭა

Scope Ratings-მა სს ნიკორა ტრეიდს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B+ კვლავ მიანიჭა

13 ოქტ. 2020

გერმანულმა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს "ნიკორა ტრეიდის“ საკრედიტო რეიტინგი განაახლა და მას B+ სტაბილური დაუდასტურა, ხოლო ემიტირებული არაუზრუნველყოფილი ობლიგაციებისთვის კი BB-.

სს "ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი 2018 წელს მიენიჭა. “Scope Ratings”-ის მიერ კომპანიისთვის დადასტურებული რეიტინგი B+ საქართველოს ბაზრისთვის კომპანიის ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებაა. ასეთი რეიტინგი მაღალკონკურენტულ ბაზარზე ძლიერმა პოზიციამ და კომპანიის ზრდის შესაძლებლობამ განაპირობა.

“Scope Ratings”-ის თანახმად, სს "ნიკორა ტრეიდი“ შეფასებულია, როგორც ბაზრის ლიდერი, მაღალი საბაზრო წილით და მზარდი გაყიდვებით.

"ნიკორა ტრეიდი“ ორგანიზებული საცალო-სასურსათო ბაზრის დაახლოებით 20% -ს ფლობს, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონში წარმოდგენილია განსხვავებული ფორმატის 300-ზე მეტი სავაჭრო წერტილით, რაც უზრუნველყოფს შემოსავლების სტაბილურ ნაკადს.

რეიტინგის დადასტურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის ფონზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ნიკორა ტრეიდი“, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე, პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერ მსყიდველობით უნარისა და მაღალი მომგებიანობის მქონე რითეილერია. საქართველოში კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში "ნიკორა ტრეიდი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა.