ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების ცერემონიაზე სს. "ნიკორა ტრეიდი" დასახელდა, როგორც წლის საუკეთესო ანგარიშგება.
2020 წლის 16 დეკემბერს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივმა პროექტმა, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან ერთად, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ვირტუალურ ცერემონიას უმასპინძლა. მასზე წარმოდგენილი 18 ნომინანტი კომპანიიდან გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.
მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორიაში ერთ-ერთი გამარჯვებული კი სს "ნიკორა ტრეიდი“ გახდა.