კომპანია "ნიკორა ტრეიდმა“ თიბისი კაპიტალის მეშვეობით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა.
კომპანია მოზიდული თანხის ინვესტირებას ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნაში გეგმავს.
საპროცენტო სარგებელი: 3 თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე დამატებული 350 საბაზისო პუნქტი.
დაფარვის ვადა: 3 წელი.
სს "ნიკორა ტრეიდი“ სს "ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია.