სიახლეები
ნიკორა მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარებას აგრძელებს

ნიკორა მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარებას აგრძელებს

25 მაი. 2023

"ნიკორა" მაღალმთიანი სოფლის სკოლების კომპიუტერებით, სასკოლო ნივთებითა და საკითხავი ლიტერატურით დახმარების პროგრამას აგრძელებს.

ამჯერად შემდეგ სკოლებს ვეხმარებით:

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა;

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლა;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლა;

იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლა.

პროექტის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა, სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.