"ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს.
ამჯერად, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, კერძოდ საციხურისა და საყდრიონის საშუალო სკოლებს ვესტუმრეთ და საჩუქრად წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით. ხოლო პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები.
პროექტის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა, სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.