სიახლეები
ნიკორა სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას კვლავაც აგრძელებს

ნიკორა სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას კვლავაც აგრძელებს

13 მაი. 2024

“ნიკორა ჯგუფი” საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემას აგრძელებს.

მიმდინარე სემესტრში ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვეს: სალომე ჩერქეზიშვილმა, გიორგი ნაფეტვარიძემ, ლიზი ნუცუბიძემ და ანნა ჭიღლაძემ.

“ნიკორა ჯგუფის” წარმომადგენლებმა სტუდენტებს, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე გადასცეს სტიპენდიის სიგელები.

კომპანია “ნიკორა” საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდასაჭერად ყოველთვიურ სტიპენდიას 2018 წლიდან გადასცემს სასურსათო ტექნოლოგიის III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.