სიახლეები
ნიკორა ჯგუფი დმანისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და ახმეტის საჯარო სკოლებს ეწვია

ნიკორა ჯგუფი დმანისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და ახმეტის საჯარო სკოლებს ეწვია

21 ოქტ. 2024

"ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს.

ამჯერად გო­მა­რე­თის (დმა­ნი­სი), წინ­წყა­როს (თეთ­რი­წყა­რო), დარ­ბა­ზის (ბოლ­ნი­სი), საკობიანოს (ახმეტა) სკოლებს ვეწვიეთ და საჩუქრად: წიგნები, სასკოლო ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით.

“ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ რამ­დე­ნი­მე წე­ლია მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა. კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ სკო­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით დგე­ბა იმ სკო­ლე­ბის სია, რომ­ლებ­საც თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ. სკო­ლებს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და წიგ­ნე­ბი სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის. პირ­ვე­ლი­დან მერ­ვე კლა­სამ­დე მოს­წავ­ლე­ე­ბი კი პი­რა­დი სას­კო­ლო ნივ­თე­ბით სა­ჩუქრდე­ბი­ან.