სიახლეები
ნიკორა ტრეიდის ინიციატივით პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა

ნიკორა ტრეიდის ინიციატივით პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა

26 დეკ. 2012

24 დეკემბერს,  "ექსპო ჯორჯიას" ბიზნეს ცენტრში, სს "ნიკორას" შვილობილ კომპანია "ნიკორა-ტრეიდთან" პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ქართულ ბაზარზე მოქმედი 50-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია ესწრებოდა - მათ შორის ისეთი მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები, როგორიცაა "კოკა-კოლა", "ნატახტარი", "ვიმბილდან ჯორჯია", "ბორჯომი", "ნაბეღლავი" და სხვა. პროექტის მიზანი ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, გაძლიერება გახლდათ.

"ნიკორა-ტრეიდი" არამარტო ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოში, არამედ არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ნერგავს ინოვაციურ პროექტებსა და პროდუქტებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2013 წელი უფრო მჭიდრო პარტნიორობის და კიდევ მეტი წარმატების საწინდარი იქნება. 

დღეს ჩვენი მიზანი იყო გამოგვეხატა პატივისცემა და კეთილგანწყობა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიმართ და არაფორმალურ გარემოში მათთვის დამდეგი შობა-ახალი წელი მიგველოცა", - აცხადებს "ნიკორა-ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, რომ "ნიკორა ტრეიდი" ქართულ  ბაზარზე  ყველაზე  მრავალრიცხოვანი  სავაჭრო ქსელითაა  წარმოდგენილი. კომპანიის მფლობელობაშია 82 საფირმო მაღაზია, რომელთა შორის  57 სავაჭრო ობიექტი  თბილისში, 25 მაღაზია კი საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთ რეგიონებში მდებარეობს. დღეს, "ნიკორა-ტრეიდის" სავაჭრო ობიექტებში 10000-ზე მეტი სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი. 2013 წელს კომპანია 25 ახალი სუპერმარკეტის გახსნას გეგმავს საქართველოს მასშტაბით.