"ნიკორას" საფირმო ქსელს ორი ახალი სუპერმარკეტი შეემატა. სავაჭრო ობიექტები ვაჟა-ფშაველას 28 და გორგასლის 51-53 ნომრებში გაიხსნა და მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. ამჟამად, კომპანიის მფლობელობაში 82 საფირმო მაღაზიაა.