26 იანვარს, 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, "ნიკორამ" ჰოლდინგში დასაქმებული 2 200-მდე თანამშრომლისთვის კონცერტი გამართა.
ნიკორელებისთვის ჯგუფი "ვაკის პარკი", ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ჯეოსტარელები მღეროდნენ - საღამოს ნიკოლოზ რაჭველის ბენდი აფორმებდა.
საღამოზე ის ადამიანებიც დაჯილდოვდნენ, ვინც "ნიკორაში" კომპანიის დაარსების პირველივე წლებიდან მუშაობს.