2 თებერვალს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" სს "ნიკორამ" ქართველ და უცხოელ ბიზნეს პარტნიორებს უმასპინძლა. ღონისძიებას დაახლოებით 90 ორგანიზაციის 300-მდე წარმომადგენელი დაესწრო. "ნიკორას" სტუმრები ქართული კომპანიების პარალელურად, ბრაზილიიდან, იტალიიდან, არგენტინიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან და კანადიდან ეწვივნენ.
საღამოს დათო გომართელი წარუძღვა - მუსიკალურად კი ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი "შვიდკაცა", ნიკოლოზ რაჭველის ბენდი და ჯგუფი "ვაკის პარკი" აფორმებდნენ.
ღონისძიების მიზანი პარტნიორების მიმართ პატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოხატვა - მათთან ერთად, არაფორმალურ გარემოში, კომპანიის 15 წლის იუბილეს აღნიშვნა გახლდათ.