თბილისში მდებარე სუპერმარკეტებში არსებული სტანდარტების მომსახურებით სარგებლობა კახეთის მოსახლეობას უკვე "ნიკორას" 4 სავაჭრო ობიექტში შეუძლია. თელავის ორი მაღაზიის შემდეგ, კომპანიამ, რიგით მეორე განახლებული სუპერმარკეტი ახლა ქ. გურჯაანში - თავისუფლების ქუჩის 8 ნომერში გახსნა.
მხიარული, სიურპრიზებითა და გემრიელი პროდუქციით სავსე გახსნის ცერემონიალი 26 აგვისტოს შედგა. გურჯაანის მოსახლეობას "ნიკორას" წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების პარალელურად, ფლეშმობ შოუს ხილვისა და გიგანტურ "თოჯინებთან" ერთად გართობის შესაძლებლობა ჰქონდა.
განახლებულ სუპერმარკეტში მოსახლეობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების შეძენას ახლა მეტად კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეძლებს.