სიახლეები
ნიკორა 2015 წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

ნიკორა 2015 წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

21 დეკ. 2015

18 დეკემბერს, სასტუმროში "Hotels & Preference Hualing Tbilisi", წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - "ქართული ბრენდის დღე 2015" გაიმართა. ნაციონალური ბრენდების რიგით მე-13 დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომლის ნომინანტებს შორის, ტრადიციულად "ნიკორაც" გახლდათ, კომპანიამ "ლიდერის" ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.  

ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილი" გახლდათ. გამარჯვებულების ვინაობა რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად დადგინდა. 

აღსანიშნავია, რომ "ქართული ბრენდის დღის" არსებობის ისტორიაში, "ნიკორა" არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული.