მედია ჰოლდინგმა "ჯორჯიან თაიმსი" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაციამ "გორბი" ბიზნეს რეიტინგში გამარჯვებული წლის საუკეთესო კომპანიები დაასახელეს.
რეიტინგის თანახმად, "ნიკორამ" გამარჯვება შემდეგ ნომინაციაში მოიპოვა - "ეროვნული პროდუქტის ხარისხის ნიშანი, ეფექტიანი მარკეტინგი, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები."
საუკეთესო და წარმატებული კომპანიები ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირების წარმომადგენლებმა და სოციოლოგიური კვლევების სამსახურებმა გამოავლინეს.