"ნიკორას" შვილობილმა კომპანია "ჩვენმა ფერმერმა" ყველის წარმოება დაიწყო. ამ ეტაპზე, ბრენდი 6 სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს - მათ შორის, სულგუნს და სხვადასხვა ტრადიციული ქართული სანელებლებით შეზავებულ სულგუნის ასორტიმენტს.
პროდუქცია უახლესი ევროპული დანადგარებით მზადდება. ყველის წარმოების პროცესში ადამიანის ხელით ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც მზა პროდუქტის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
სანელებლები სულგუნს განსაკუთრებულ არომატს აძლევს და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან სასურველი გემო აირჩიოს.
"ჩვენი ფერმერის" წარმოების ტექნოლოგია ევროკავშირის მიერ გახლავთ სერთიფიცირებული და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
იცვლება ტექნოლოგიები, მაგრამ ხარისხი უცვლელია!