სიახლეები
ნიკორა - ოქროს ბრენდის ოთხგზის გამარჯვებულია

ნიკორა - ოქროს ბრენდის ოთხგზის გამარჯვებულია

09 მარ. 2010

9 მარტს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", "Global Idea"-სა და გაზეთ "The FINANCIAL"-ის ორგანიზებით გამართულ "Golden Brand"-ის რიგით V დაჯილდოების ცერემონიალზე, სს "ნიკორამ" "რჩეული კვების პროდუქტების" ნომინაციაში გაიმარჯვა.

ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მხარდაჭერით ჩატარდა. ნომინანტების შერჩევაში მონაწილეობას ექსპერტები, ეკონომიკის სპეციალისტები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იღებდნენ. 

"Golden Brand"-ის გამარჯვებული "ნიკორამ" მეოთხედ გახდა. კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, ასეთი აღიარება მომხმარებელთა ნდობისა და იმ 1400 თანამშრომლის დამსახურებაა, ვინც დღეს "ნიკორას" პროდუქციას ქმნის.