"ნიკორას" ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი შეემატა. ახალი, საქართველოს მასშტაბით 94-ე სავაჭრო ობიექტი, თბილისში, კერძოდ, ვარკეთილის რაიონში მდებარეობს. სუპერმარკეტი, რომლის მისამართია: ვარკეთილი 3, 3ა მიკრორაიონი, 2 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანს სთავაზობს.
სავაჭრო ობიექტის მომსახურებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.