"ნიკორას" შვილობილმა კომპანია "ინტრეიდმა" ექსკლუზიურად იმპორტირებული გერმანული წარმოების ლუდები "EXPO Germany"-ზე წარადგინა... ღონისძიების სტუმრებს პრემიუმ კლასის მსოფლიო ბრენდების - Lowenbrau-ს, Becks-ის, Spaten-ის, Franziskaner-ისა და Warsteiner-ის პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ...
აღსანიშნავია, რომ "ინტრეიდი" ევროპის ქვეყნებიდან უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების იმპორტს 2004 წლიდან ეწევა.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ რიგით მეოთხე "EXPO Germany"-ზე 70 კომპანია გახლდათ წარმოდგენილი... გამოფენის მთავარი მიზანი, საქართველოში მოქმედი გერმანული კომპანიების მიღწევების წარმოჩენა გახლდათ.