საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის, კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლის შედეგად, "ნიკორა" 2 უმნიშვნელოვანესი ტიტულის მფლობელი გახდა. კომპანიამ "ოქროს ბრენდი 2014"-ის სტატუსი ხორცპროდუქტების წარმოებისა და სუპერმარკეტების კატეგორიაში აიღო.
გამარჯვებულების გამოვლენა მათი ცნობადობის, პოპულარობის, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის, ასევე მარკეტინგული ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა.
ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. "ოქროს ბრენდი" ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს დაჯილდოვების არსებობის პერიოდში, "ნიკორამ" არაერთხელ მოიპოვა "ოქროს ბრენდის" ტიტული.