ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის ჩატარებული კვლევის თანახმად, სს "ნიკორას" ხორცპროდუქტებისა და თევზეულის საწარმოებმა "დარგის ლიდერის" ტიტულები მიიღეს.
"ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოებამ საქართველოს ტოპ-15 საწარმოს შორის პირველი ადგილი დაიკავა. "ოკეანეს" თევზეულის საწარმო კი თბილისის მასშტაბით ყველაზე მსხვილ წარმოებად დასახელდა.
შედეგების დათვლა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალების მიხედვით მოხდა. შეფასებისას გათვალისწინებული გახლდათ საწარმოების ბრუნვის, მოგება/ზარალის, დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობისა და შრომითი ანაზღაურების ფაქტორები.