თბილისში "ნიკორას" კიდევ ერთი ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა. კახეთის გზატკეცილზე, მეტრო სამგორის ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარე სუპერმარკეტში მომხმარებელს "ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდების პროდუქციის გარდა, სხვა ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტებისა და ჰოგიენის საშუალებების შეძენა შეუძლია.
ახალი სუპერმარკეტი, ტრადიციულად, მხიარული მუსიკისა და შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნა - ღონისძიებაზე მომხმარებლებს კომპანიის წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ "ნიკორას" ქსელში 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. კომპანია კი ამჟამად, ბაზარზე თბილისში მდებარე 62 სუპერმარკეტითა და რეგიონებში არსებული 29 სავაჭრო ობიექტითაა წარმოდგენილი.