3 ივნისს, "ნიკორას" ქსელს კიდევ ერთი ობიექტი შეემატა. კომპანიამ ახალი სუპერმარკეტი დედაქალაქში გახსნა. სავაჭრო ობიექტი საბურთალოს ქუჩაზე არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე - კერძოდ: სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს და მომხმარებლებს კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის პარალელურად, ჰიგიენის საშუალებებსა და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთებს სთავაზობს.
აღნიშნული სუპერმარკეტი დედაქალაქში "ნიკორას" რიგით 63-ე, ქვეყნის მასშტაბით კი - 94-ე სავაჭრო ობიექტი გახლავთ.
სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალმა ტრადიციულად, ხალისიან გარემოში - მხიარული მუსიკის, შოუს ელემენტებისა და საჩუქრების თანხლებით ჩაიარა.