2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭომ ექსპო და ეკონომიკური ფოტოგამოფენა მოაწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას 30-მდე ქართული კომპანია იღებდა. ორგანიზაციებმა საკუთარი პროდუქცია ევროპელ კოლეგებს წარუდგინეს.
გამოფენის მიზანი ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიების საქმიანობის აქტიური წარმოჩენა გახლდათ.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ბიზნესმენები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გამოფენა პარლამენტის თავჯდომარემ - დავით უსუფაშვილმა გახსნა.