"ნიკორას" ქსელი იმერეთის რეგიონის მიმართულებითაც აქტიურად ფართოვდება. კომპანიამ ახალი სუპერმარკეტი, ამჯერად, ჭიათურაში გახსნა. სავაჭრო ობიექტი, რომელშიც კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი გახლავთ წარმოდგენილი, ყაზბეგის #2-ში მდებარეობს.
ამ ეტაპზე, "ნიკორა" დასავლეთ საქართველოში 22, ქვეყნის მასშტაბით კი 92 სუპერმარკეტს ფლობს. უახლოეს მომავალში ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნა საჩხერეშიც იგეგმება.