სიახლეები
ნიკორას სავაჭრო ქსელში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლება მოხდა

ნიკორას სავაჭრო ქსელში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლება მოხდა

22 ივლ. 2015

"ნიკორა" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას ეხმიანება და მის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტებში პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ანაცვლებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, "ნიკორას" ერთ-ერთ სუპერმარკეტს მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია ესტუმრა.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, "ნიკორა" პირველია ქართულ სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც პოლიეთილენის პარკები სრულად ჩაანაცვლა ბიოდეგრადირებადით.

შეგახსენებთ, რომ პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება - მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს დაშლას.