27 ნოემბერს, "ნიკორას" მსოფლიოში ცნობილი კვების მრეწველობის სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი კომპანია "ანიოსის" საერთაშორისო განყოფილების რეგიონალური მენეჯერი - გრეგ ლალიერი ეწვია.
გრეგ ლალიერმა "ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი საწარმოების წარმომადგენლებისთვის რეცხვა-დეზინფექციის მეთოდიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
აღსანიშნავია, რომ "ანიოსის" სავაჭრო ნიშნით დამზადებულ სადეზინფექციო საშუალებებს მსოფლიო ბაზარზე წამყვანი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იყენებენ. მათ შორისაა "ნიკორაც", რომელსაც ფრანგული ბრენდის ქართულ წარმომადგენლობასთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს.